ხალხური სიმღერის კლუბი

            ხალხური სიმღერის კლუბი ,,ჯინისი"
2018 წლის სექტემბერში არწივანის საჯარო სკოლაში გაიხსნა  კლუბი, რომლის მიზანია  მომღერალთა,  შერჩევა და  სხვადასხვა ღონისძიებასა და აქტივობაში მათი ჩართვა.

კლუბის  მიზანია ხელი შეუწყოს:
·     .
·         ღონისძიებებში მონაწილეობას.
·         მრავალხმრივ ნიჭიერ მოსწავლეთა გამოვლენას.


წლის განმავლობაში მოსწავლეები საკუთარ ცოდნას სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩენენ.
კლუბის ხელმძღვანელი: მანანა დუმბაძე

კლუბის მიზანი:
1. კლუბის მიზანია ახალგაზრდა მომღერალთა, დახმარება და მოსწავლეთა კულტურული განვითარების ხელშეწყობა.
2. კლუბის ფუნქციებია:

ა) მუსიკის  სფეროში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, მათთვის ტალანტის განვითარებასა და რეალიზებაში დახმარება;
ბ) კულტურული-სახელოვნებო ღონისძიებების ორგანიზება;
გ) ხელოვნების სფეროში ნიჭიერი მოსწავლეებისთვის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა;
დ) ხელოვნების სხვადასხვა დარგების პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ე) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს კლუბის მიზნებიდან.

კლუბის წესდება:1. კლუბი შედგება ხელმძღვანელებისგან და წევრებისგან.
2. კლუბის ხელმძღვანელები იღებენ გადაწყვეტილებებს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებით.
3. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის ნებისმიერი მოსწავლე, რომელიც დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.
4. კლუბის წევრი:
ა) მონაწილეობს კლუბის საქმიანობის ორგანიზებაში, მის აკადემიურ პროგრამასა და ღონისძიებებში;
ბ) მონაწილეობს კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;
გ) მონაწილეობას იღებს კლუბის აკადემიური მიმართულების შემუშავებასა და განხორციელებაში;
დ) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს კლუბის სპეციალურ დავალებებს.
5. კლუბის წევრად მიღებისთვის მოსწავლე უნდა გამოირჩეოდეს ნიჭიერებით ხელოვნების რომელიმე მიმართულებით, მათ შორის სიმღერის, ცეკვის, ხატვისა და ფოტოგრაფიის.
6. კლუბის ხელმძღვანელები წევრებთან შეთანხმებით გეგმავენ კლუბის აქტივობებს, მონაწილეობენ აკადემიური პროგრამის შემუშავებასა და სამოქმედო გეგმის გაწერაში, უშუალოდ მონაწილეობენ ღონისძიებების ჩატარებასა და გაძღოლაში, ეწევიან კლუბის საქმიანობის პოპულარიზაციას.
7. კლუბის წევრი შეიძლება ამოირიცხოს კლუბის წევრობიდან, თუ ის ჩაიდენს კლუბის წევრისთვის შეუფერებელ საქციელს, შეუწყდება სკოლის მოსწავლის სტატუსი ან ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ კლუბის წევრები.
8. ყოველი სემესტრის დასაწყისში კლუბი შეიმუშავებს, ამტკიცებს და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგნეს კლუბის სამოქმედო გეგმას.

კლუბი ,,ჯინისი" ხშირად დადის გასვლით ღონისძიებებზე, ესწრება ფოლკლორულ საღამოებს, კონკურსებს, აწყობს კონცერტებს.







Comments